ირაკლი ღარიბაშვილი - უკვე დავალებული მაქვს სამინისტროსთვის - 80 ახალი სკოლის აშენებას ვგეგმავთ და 720 სკოლის რეაბილიტაციას

ჩვენ იმის მიუხედავათ, რომ ასეულობით ბაღის რეაბილიტაცია შევძელით, ათეულობით ახალი ბაღის აშენება, 150-ზე მეტი 160 სკოლის აშენება შევძელით, 200 - მდე სკოლის რეაბილიტაცია, რჩება მაინც გამოწვევად დაახლოებით 800 სკოლა და ჩვენი გადაწყვეტილებით, მე უკვე დავალებული მაქვს სამინისტროსთვის 80 ახალი სკოლის აშენებას ვგეგმავთ და 720 სკოლის რეაბილიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

"ასე ვთქვათ, რთული, პრობლემური საკითხი რაც დაგხვდა იყო სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ იმის მიუხედავათ რომ ასეულობით ბაღის რეაბილიტაცია შევძელით, აშენება ათეულობით ახალი ბაღის, 150-ზე მეტი 160 სკოლის აშენება შევძელით, 200 - მდე სკოლის რეაბილიტაცია, რჩება მაინც გამოწვევად დაახლოებით 800 სკოლა და ჩვენი გადაწყვეტილებით, მე უკვე დავალებული მაქვს სამინისტროსთვის 80 ახალი სკოლის აშენებას ვგეგმავთ და 720 სკოლის რეაბილიტაციას. 2026 წლისთვის, ამას ვამბობ 3-4 წელიწადში ჩვენი გეგმის მიხედვით ყველა სკოლა უნდა იყოს თანაბარ დონეზე, ევროპული დონის, გამართული, რეაბილიტირებული და მოწყობილი, იმისთვის რომ ჩვენი ბავშვები, მომავალი თაობა ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ და იღებდნენ განათლებას“ ,- განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა