ნატალი საბანაძე - დიდი რისკია, რომ მოლდოვა და უკრაინა, რომელთაც პარლამენტის ტრიბუნიდან არადიპლომატიურად ვიხსენიებდით და ცუდად ვეჯიბრებოდით, უფრო წინ წავიდნენ, დაიწყონ გაწევრიანების პროცესი და ჩვენ კანდიდატობაც არ გვქონდეს

ძალიან დიდი რისკია იმის, რომ მოლდოვა და უკრაინა, რომელთაც დღეს ძალიან არადიპლომატიურად ვიხსენიებდით პარლამენტის ტრიბუნიდან და ცუდად ვეჯიბრებოდით, კიდევ უფრო წინ წავიდნენ, დაიწყონ გაწევრიანების პროცესი და ჩვენ ევროკავშირის კანდიდატობაც არ გვქონდეს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ნატალი საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო მოლდოვასა და უკრაინას გამოეყოფა, ქვეყანა თურქეთის გვერდით დარჩება, რომელიც “გაჭედილია“.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ საუბრისას საბანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ყველანაირი ომის გარეშე, კარგი დიპლომატიით კანდიდატის სტატუსი მიეღო.

„საერთოდ, როდესაც ევროკავშირი იძლევა დაპირებას, როგორც წესი, ეს დაპირება უკან არ მიაქვს. ოფიციალურად არ იტყვის, „აღარ გაქვს ეს პერსპექტივა“, მაგრამ ძალიან დიდი რისკია იმის, რომ მოლდოვა და უკრაინა, რომელთაც დღეს ძალიან არადიპლომატიურად ვიხსენიებდით პარლამენტის ტრიბუნიდან და ცუდად ვეჯიბრებოდით, ეს ორი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს, დაიწყოს გაწევრიანების პროცესი და ჩვენ კანდიდატობაც არ გვქონდეს. მაშინ გამოდის, რომ ის ორეული რჩება და ჩვენ ვწყდებით. თუ ჩვენ ამ რეგიონს ჩავეხსენით, ჩვენ რეალურად ვრჩებით თურქეთთან, რომელიც გაჭედილია.

უკრაინა რომ იბრძვის, ამიტომ გაიხსნა ეს შესაძლებლობის ფანჯარა. რომელსაც საუკუნეა ველოდებოდით. წინააღმდეგობა რომ გაუწია უკრაინამ და ორ დღეში არ დამარცხდა, სწორედ ამიტომაც გაიხსნა ეს ფანჯარა. ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ყველანაირი ომის გარეშე, კარგი დიპლომატიით მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს