საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში - საქართველომ აშკარად გამოხატა ევროპული პერსპექტივის სურვილი - არის ქმედებები, რომელთა გაკეთება საჭიროა, მაგალითად, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება

საქართველომ აშკარად გამოხატა ევროპული პერსპექტივის სურვილი. მე ვფიქრობ, რომ არის ქმედებები, რომელთა გაკეთება საჭიროა. მაგალითად, როგორიცაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, - ამის შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში კლემენტ ბონმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 23-24 ივნისს საბჭოს სხდომები გაიმართება, სადაც ისინი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

"ხვალიდან საბჭოს სხდომები გაიმართება. ისინი განიხილავენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენთვის. საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველომ აშკარად გამოხატა ევროპული პერსპექტივის სურვილი. მე ვფიქრობ, რომ არის ქმედებები, რომელთა გაკეთება საჭიროა. მაგალითად, როგორიცაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება", - განაცხადა ბონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა