ეკა ხერხეულიძე ირაკლი ღარიბაშვილს - რა გაცინებთ? ერთი ღატაკი, გაუბედურებული ქვეყნის პრემიერი ხართ - თქვენ ქვეყანას დაღუპავთ

საერთოდ რა გაცინებთ? ერთი ღატაკი, გაუბედურებული ქვეყნის პრემიერი ხართ - როდესაც პრემიერის საეტაპო სიტყვა იწყება ისე, რომ ჩვენი სიძულვილით ხართ განმსჭვალული, არ შეიძლება პრემიერი გერქვათ, თქვენ ქვეყანას დაღუპავთ , - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ხერხეულიძე პრემიერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ტყუილს უწოდებს.

„ხელი ჩაწიეთ. ეგრე ელაპარაკეთ ივანიშვილთან რომ მიხვალ იქ, გესმის? და ბერას რომ დაურეკავ ჩუმად, იმას ელაპარაკეთ ეგრე, „ანზორ ჯიგაროს“ კიდევ. იცოდეთ, სად რა გააკეთოთ. გეყოფათ სოლო პარტია, რომელიც აქ გქონდათ შესასრულებელი, სრულიად ამაზრზენი. უფლება გაქვთ მე და ჩემი კოლეგები არ გიყვარდეთ, მაგრამ როდესაც საკუთარ თავში გრძნობთ, რომ თქვენი ოპონენტები გძულთ და ეძახით მოღალატეს, როდესაც პრემიერის საეტაპო სიტყვა იწყება ისე, რომ ჩვენი სიძულვილით ხართ განმსჭვალული, არ შეიძლება პრემიერი გერქვათ, თქვენ ქვეყანას დაღუპავთ. თქვენ შეგიძლიათ სიძულვილის გამო გადაგვჯეგოთ, როდესაც თქვენთვის ძალა იქნება შესაბამისი და პროპორციული, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს თქვენს ძალაუფლებას. გაიგეთ ადამიანებო - არის პრიორიტეტი, არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაცია? - გეუბნებიან რეზოლუციის შემდეგ და დღესაც, რომ არ შეიძლება ქვეყანამ იაროს იმ ტვირთით, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და მედია მენეჯერი ციხეში ჰყავდეს. ევროპა ასეთ პრაქტიკას არ იცნობს. გეოგრაფია კი არ არის მიზეზი, არამედ თქვენი პოლიტიკური ანგარიშსწორება. ტყუილია ყველაფერი, რასაც ლაპარაკობთ, ყველა წარმატება ტყუილია, რადგან ქვეყანა მშიერი და გაუბედურებულია. ილუზიის ქვეშ არ ვიყავი, მაგრამ გონიერი ადამიანებისგან იძულებითი პოლიტიკური ნაბიჯების მჯერა ხოლმე - დღეს სრულად დავკარგე იმედი - თქვენ არაფრის გამკეთებელი არ ხართ. იმიტომ კი არა, რომ ეს არ შეგიძლიათ, პოლიტიკური ნება არ გაგაჩნიათ და დამოუკიდებლები არ ხართ ამ გადაწყვეტილებაში. თორემ არ მგონია ადამიანს არ ჰქონდეთ ასეთი მრწამსი, რომ თუ თქვენს ძალაუფლებას ბოლომდე გაანადგურებს ისეთი უგუნური გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ ძალასთან არის ასოცირებული, არ გათავისუფლდეთ ამისგან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამის უფლებას ვერ მოგცემთ“,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი