პლენარულ სხდომაზე, უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წევრის გიორგი ბოტკოველის თხოვნით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ბოტკოველის განცხადებით, ამ ადამიანების უმეტესი მათგანი 2008 წლის ომის გმირები არიან.

„ეს ადამიანები არ ყოფილან დაქირავებული ადამიანები. ეს ადამიანები თავისი შეგნებით, წავიდნენ და იბრძოდნენ არა მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის, იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც. სწორედ ამ ადამიანების პატივისცემის ვალდებულება გააჩნიათ თითოეულ ჩვენთაგანს. ბატონო პრემიერო, თქვენ მათ დღეს დაქირავებული ადამიანები უწოდეთ. ამ ადამიანების უმეტესი მათგანი 2008 წლის ომის გმირები არიან და უმეტესი მათგანი ბევრი ომის მონაწილეა საქართველოს თავისუფლებისთვის. ყველას მოგიწოდებთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას", - მიმართა გიორგი ბოტკოველმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა