პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი ხელშესახები პროგრამა დაიწყო, მათ შორისაა - „დანერგე მომავალი", „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროგრამა", შეიქმნა 245-ზე მეტი ახალი საწარმო და გაფართოვდა 1000-ზე მეტი

ბოლო 10 წლის განმავლობაში სწორედ ჩვენი დახმარების და ჩვენი პროგრამების მეშვეობით, ჯამში 3 მლრდ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშილმა პარლამენტში, დავით მათიკაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ახალ საწარმოებს და დასაქმებას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი ხელშესახები პროგრამა დაიწყო.

„მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი ხელშესახები პროგრამა დაიწყო, მათ შორის არის - „დანერგე მომავალი", „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროგრამა", შეიქმნა 245-ზე მეტი ახალი საწარმო ამ პროგრამის ფარგლებში და გაფართოვდა 1000-ზე მეტი საწარმო, ჯამში შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი, ამ პროგრამების მუშაობით. ასევე 17 000 ჰა ახალი ბაღები გაშენდა, მარცვლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ბაღები გაშენდა ბოლო 10 წლის განმავლობაში სწორედ ჩვენი დახმარების და ჩვენი პროგრამების მეშვეობით, ჯამში 3 მლრდ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა