პაატა დავითაია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ALDE-ს ჯგუფის პრეზიდენტს შეხვდა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ALDE-ს ჯგუფის პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, იულიან ბულაისთან გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში შექმნილი სიტუაცია. საუბარი შეეხეო საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო კოდექსში განსახორცილებელ ცვლილებებზე და რეფორმების, მათ შორის, სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, რაც ევროპის კავშირის რეკომენდაციებში არის ასახული.

პაატა დავითაიას განცხადებით, ევროპის საბჭოში განსაკუთრებული ინტერესი არსებობს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმ პრობლემებზე, რაც დემოკრატიული პროცესის უკუსვლას იწვევს. მისი თქმით, იულიან ბულაიმ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ტელეკომპანია „მთავარის’ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

„ამ პარტიის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩემი მხრიდან ALDE -ს ჯგუფის ხელმძღვანელს გადავუხადე მადლობა იმ აქტიურობისთვის, რასაც ეს ჯგუფი იჩენს საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაში“

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არის გზამკვლევი რუკა, იმისთვის, რომ საქართველო მივიდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე, რაშიც ALDE - ს მხარდაჭერა შეუფასებელია“,- განაცხადა დავითაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა