გიგა ბოკერია - გუშინ პარლამენტში განსაკუთრებით ამაზრზენი ფორმით წარმოდგა ჩვენს წინაშე ივანიშვილის რეჟიმი - დეოლიგარქიზაცია არ არსებობს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილების გარეშე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, დეოლიგარქიზაცია არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილების გარეშე.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ამაზრზენი იყო.

„გუშინ მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, ოღონდ კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ამაზრზენი ფორმით წარმოდგა ჩვენს წინაშე ივანიშვილის რეჟიმი. ის, რაც საზოგადოებამ გუშინ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში ნახა და საზოგადოების აღშფოთება გამიწვია, ეს იყო არა მარტო ამ რეჟიმის სახე. ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა, ეს ამაზრზენი, სამარცხვინო პოლიტიკური არარაობა ღარიბაშვილი განიხილავენ, როგორც საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობას. პირდაპირ გვითხრეს, რომ არათუ რამის შეცვლას არ აპირებენ, რომ მომავალი გადაარჩინონ, რომელსაც საფრთხე თავადვე შეუქმნეს მტერთან ერთად, არა! ეს არის ის ვითარება, რაც მათთვის არის ხელსაყრელი. გუშინ იმის დემონსტრირებას ახდენდნენ, რომ საზოგადოებას ოპონენტების უძალობა აჩვენონ პარლამენტში, რადგან ზღვრიდან გასული არიან ნებისმიერი, თუნდაც მწვავე ინსტიტუტის დისკუსიის ფარგლებში“,-განაცხადა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, ახლა ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

„ერთადერთი ამოცანა გუშინდელ ფონზე, რაც ვიხილეთ და რასაც კარგა ხანია ვხედავთ, რაც ყველას უნდა გვქონდეს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რისკენაც მოვუწოდებთ „ევროპული საქართველო“, არის ის, რომ გავერთიანდეთ ერთადერთ ამოცანაში, ამ რეჟიმის, როგორც პოლიტიკური კეთროვანების გარიყვაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან. ამ რეჟიმის, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს. სწორედ ამისკენ შემოერთებისკენ უნდა მოვუწოდოთ მოქალაქეებს. ამის მიღწევას სჭირდება აქტიური მოქალაქეების დიდი რაოდენობა, არა ერთი და ორი აქცია, არამედ შესაძლოა კარგა ხანს მზაობა ამ რეჟიმის მშვიდობიანი პროტესტით რყევისთვის და ნებისმიერ მომენტში ცივილიზებული, პოლიტიკური, მაგრამ მწვავე და მტკიცე პოზიციით ამ რეჟიმის გაძევების მზაობისთვის. როდესაც ვითარება გადატეხილი იქნება, ისინი უკვე ზღვარზე იქნებიან და ივანიშვილი შეგუებული იქნება იმას, რომ ძალაუფლება უნდა დათმოს, მხოლოდ მაშინ შეიძლება მათთან საუბარი და დისკუსია იმაზე, რომ ისე წავიდეს ეს კაცი და მისი გარემოცვა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დააზიანოს. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და ამაზე უნდა ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირებული. დეოლიგარქიზაცია არ არსებობს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილების გარეშე. იმ ადამიანების ყველა ილუზია, ვინც საზოგადოება ეუბნება, რომ რაღაც ტრანსფორმაცია შესაძლებელია, რომ რაღაც კანონის მიღება მოხდება დეოლიგარქიზაციაზე, ეს არის თავის ან საზოგადოების მოტყუება. ამიტომ, შემოუერთდით იმ გზავნილს და იმ მოძრაობას, რომელიც ერთადერთ ამოცანა ისახავს, ამ რეჟიმის და ივანიშვილის ჩამოცილებას ძალაუფლებიდან, ახალ არჩევნებს და ლიბერალურ დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ღირსებაზე, ჩვენი ეროვნული იდენტობის დაბრუნებაზე ორიენტირებული ახალი ხელისუფლების შექმნას. ეს არის ერთადერთი, რაც ქვეყანას ამ ვითარებიდან გამოიყვანს.

და ბოლოს, საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ყველას, ვინც თუნდაც გულუბრყვილოდ დააპირებს ხვალ ან ზეგ ისევ საუბარს, რომ ამ რეჟიმთან ერთად არსებითი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია. ეს არის იმ ტიპის გზავნილი, რომელიც ასეთ უტიფარ რეჟიმებს მხოლოდ აძლიერებს. გუშინ ღარიბაშვილის ამოცანა იყო ერთადერთი, ეჩვენებინა, რომ ოპონენტები და აქედან გამომდინარე საზოგადოება, არის უძალო, რომ მას შეუძლია უბრალოდ გვითხრას, რომ ფეხებზე ჰკიდია, დაგვამციროს და ეს გაუვა“,-განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა