ირაკლი ზარქუა - იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, მოსახლეობა წამებაში გამოატარა, მორალური უფლება არ აქვს „ქართული ოცნების“ გუნდს და მის პრემიერს ამ ტონალობაში ელაპარაკოს

იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, საკუთარი მოსახლეობა წამებაში გამოატარა, ადამიანის უფლებები ციხეში თუ ციხის გარეთ წლების განმავლობაში გათელა და ბიზნესი დააწიოკა მორალური უფლება არა აქვს „ქართული ოცნების“ გუნდს და მის პრემიერ-მინისტრს ამ ტონალობაში ელაპარაკოს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუამ ისიც აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა აქვს და ქვეყანა ამ გზაზე ეტაპ-ეტაპ მიიწევს წინ.

„გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ ერთი საათი, რომელიც პრემიერს ჰქონდა, რათა სიმართლე ეთქვა მათ შორის ოპოზიციისთვის, ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს... ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იმ 12 პუნქტიდან, რომელთაგან პირველი თვალსაჩინოა, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი - ესაა დეპოლარიზაცია. სწორედ ამის ნიველირება ხდებოდა. ოპოზიციის მხრიდან იყო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

22 ივნისის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. მოსმენამ ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო