გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტს - რატომღაც არ გახსენდებათ სხდომის დაწყებისთანავე ოპოზიციის, ქალბატონი დეპუტატების წიოკი, რატომ არ მეკითხებით იყო თუ არა ეს დეპოლარიზაციისთვის?!

რატომღაც თქვენ არ გახსენდებათ სხდომის დაწყებისთანავე ოპოზიციის, ქალბატონი დეპუტატების წიოკი, რატომ არ მეკითხებით ეს იყო თუ არა დეპოლარიზაციისთვის?! - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვას, პრემიერ- მინისტრის გუშინდელი განცხადებები რამდენად დაეხმარება დეპოლარიზაციას.

როგორც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციამ თავად დაიწყო პოლარიზაცია.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას არ აინტერესებს კანდიდატის სტატუსი და გუშინდელ სესიაზეც დაამტკიცეს, რომ "მათთვის მთავარია, თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ომის, არეულობის ფასად, პოლარიზაციის ფასად".

„ამ პუნქტების გამოქვეყნების შემდგომ მყისიერად დაიწყო თავად რადიკალურმა ოპოზიციამ პოლარიზაცია იმით, რომ დაუმორჩილებლობაზე დაიწყო საუბარი, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ხელისუფლების შეცვლაზე, ეს ნიშნავს, რომ მათ არანაირი დეპოლარიზაცია არ სურთ, თუმცა, ჩვენი მხრიდან იქნება ყველაფერი გაკეთებული.

რაც შეეხება კითხვებზე და მათ განცხადებებზე პასუხების გაცემას, ამას სამომავლოდაც გავაკეთებთ, რადგან გუშინ სხვათაშორის, არამხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ საზოგადოებაშიც გაიგეს ბევრი სიახლე, მათ შორის, პრემიერ- მინისტრისგან, რომ თურმე, საქართველო, ევროპის ოფიციალური სტატისტიკებიდან გამომდინარე, ნამდვილად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და თურმე, ყოფილან ისეთი ადამიანები საქართველოდანაც და ევროპაშიც, რომლებიც ითხოვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ ქვეყნისთვის. პოლარიზაცია ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი მიზანია საქმის კეთება, მაგრამ თუ რადიკალური ოპოზიცია დაიწყებს პროვოკაციას, ბუნებრივია, ამას ექნება შესაბამისი პასუხი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს