პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა

პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის - „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარტიის წევრობის საკითხი დღის წესრიგში მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე, სტრასბურგში დამტკიცდა.

„საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი. პროცესს წინ უძღოდა 6-თვიანი მოლაპარაკებები და მოსამზადებელი პროცესები. პოლიტიკური ჯგუფი ამჟამად სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უმრავლესობაშია, 165 მანდატით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო