ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის  გადაწყვეტილება გაუგებარია - თუ დავრწმუნდებით, რომ არანაირი სამართლებრივი შენიშვნა პრეზიდენტს არ აქვს, რა თქმა უნდა, ვეტო დაიძლევა

როდესაც კანონპროექტის განხილვა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება, ვერც ერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში ამ კანონპროექტს იღებ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან მთლიანად თავსებადია და ამის მერე კიდევ ვეტოს ადებენ, მე ძალიან მაინტერესებს რა წერია ამ ვეტოში. სამართლებრივი ვერაფერი ვერ ეწერება, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

მისი თქმით, პროცედურულად პარლამენტს ევალება, რომ პირველ რიგში, პრეზიდენტის შენიშვნები, შემდეგ კი კანონპროექტი კიდევ ერთხელ განიხილოს.

„ჩვენ ამ კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით დაახლოებით, 3 თვის წინ დავიწყეთ. ჩვეულებრივი მსჯელობა იყო, როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე. ამის შემდეგ იყო უცხოელი პარტნიორებისგან თხოვნა 2 კვირით გადადებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გავითვალისწინეთ. კიდევ დამატებით 2 კვირა, ანუ ჯამში 1 თვე მივეცით ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, უცხოელ პარტნიორებს, NGO-ებს, რომ საკუთარი შენიშვნები და კომენტარები წარმოედგინათ. არც ერთი კომენტარი არ იქნა წარმოდგენილი, არც ერთი. უფრო მეტიც, მეორე მოსმენა როცა გაიმართა, პარლამენტში არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, არც ერთი კითხვა არ დასმულა. მერეც, ეს დისკუსია მესამე მოსმენამდე გაგრძელდა და არც ერთი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ.

პარლამენტს ევალება ჯერ პრეზიდენტის შენიშვნები და შემდეგ პირვანდელი კანონპროექტი განიხილოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია პირველ რიგში, შენიშვნებს გავეცნოთ, მაინც გადავამოწმებთ, ხომ არ არის რაიმე სამართლებრივი შენიშვნა პრეზიდენტის დოკუმენტში წარმოდგენილი. ეს არის ჩვენი ვალი. ამის შემდეგ თუ დავრწმუნდებით, რომ არანაირი სამართლებრივი შენიშვნა რეალურად პრეზიდენტს არ აქვს, რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული.

უმარტივესი კანონპროექტია. როდესაც 2 თვის განმავლობაში ვერც ერთ შენიშვნას ვერ წარმოგიდგენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტი არის სუფთა და პარლამენტს საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპიდან გამომდინარე ევალება, განხილვა გააგრძელოს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა