ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - გიჟებივით იქცეოდნენ ეს ადამიანები - ობსტრუქციის მოწყობა სცადეს

როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო გამოსვლა ევროკავშირის შესახებ, მას ჩაეჭრა რადიკალური ოპოზიცია და არ აძლევდნენ სიტყვის გაგრძელების საშუალებას, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პარლამენტში სცადეს „ობსტრუქციის მოწყობა“, თუმცა მათ ამის საშუალება მაინც არ მიეცათ.

„როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო გამოსვლა, საუბარი დაიწყო ევროკავშირის თემით და საუბრობდა იმაზე, რომ აღიარებულ იქნა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რაც იყო ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი. აქ მას ჩაეჭრა მთელი რადიკალური ოპოზიცია და არ აძლევდნენ სიტყვის გაგრძელების საშუალებას. მათ სცადეს ობსტრუქციის მოწყობა და მთლიანად ამ რეჟიმში ცდილობდნენ, რომ გაეგრძელებინათ სხდომა. ამის საშუალება მათ არ უნდა მისცემოდათ და არც მიეცათ.

რაც შეეხება გუშინდელ გამოსვლას, ზოგადად, გვაქვს იმის სურვილი, რომ ხალხს ვესაუბროთ არა ამ თემებზე, რაზეც გუშინ გვიწევდა ყველას ერთად საუბარი - პრემიერსაც და ჩვენც, არამედ ვისაუბროთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და რას იწვევს ეს, რა შესაძლებლობებს აძლევს ეს ქვეყანას და ა.შ. ეს იქნებოდა უკეთესი სასაუბრო თემები, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც „შულავერის კომიტეტი“ ცდილობს რაღაცები დაგეგმოს - ქვეყანაში არეულობა, უბედურება და ა.შ., ჩვენ პირველ რიგში პასუხი უნდა გავცეთ ამ გეგმებს და ეს გააკეთა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა და გავაკეთეთ ჩვენ. ლექსიკაც აბსოლუტურად სწორი იყო. გიჟებივით იქცეოდნენ ეს ადამიანები [ოპოზიციონერები], სამარცხვინოდ იქცეოდნენ. აქედან გამომდინარე, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც ოპოზიციაა ასეთი სახით აჩვენებს საკუთარ თავს, მათ უნდა დაერქვათ ნამდვილი სახელი. ეს სჭირდება იმას, რომ საბოლოო ჯამში სწორად გაიაზროს საზოგადოებამ სად ვართ დღეს და ვინ ვინ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა