უკრაინაში აშშ-დან გაგზავნილი HIMARS-ის სარაკეტო სისტემები ჩავიდა

უკრაინაში აშშ-დან გაგზავნილი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები, HIMARS ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერში“ წერს.

რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის! ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის,“ - წერს რეზნიკოვი.

ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ უკრაინას ივნისის ბოლომდე HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემდა, კერძოდ, საუბარი იყო 4 ასეთ სარაკეტო დანადგარზე. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, კიდევ 4 HIMARS-ის სარაკეტო დანადგარს გადასცემს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის