ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეები პარტია „საქართველოდან“ ევროკავშირის ელჩს მიმართავენ

თვითმმართველი ერთეულების - ზუგდიდის, რუსთავის, სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს საკრებულოების თავმჯდომარეები პარტიიდან „საქართველოსთვის“ ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს მიმართავენ.

საკრებულოს თავმჯდომარეები ითხოვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

„ვაცნობიერებთ რა, თვითმმართველობის როლს ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში, მზად ვართ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში და ქვეყნის ინსტიტუციურ გაძლიერებაში, რაც ვფიქრობთ, ქვეყნის ისტორიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის პროცესს.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ზემოხსენებული გარემოება საქართველოს საკითხის განხილვის პროცესში და მოგვანიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი”,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიგა ფარულავა;

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ირაკლი კაჭარავა;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - შოთა წურწუმია;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - კორნელი სალია ;

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ნოდარ შეროზია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო