მამუკა ხაზარაძე - განმარტებითი ლექსიკონი ამოვიღოთ და წავუკითხოთ, რას ნიშნავს ოლიგარქია, ამიტომ რანაირი კანონიც უნდათ, ის მიიღონ - თუ საჭირო იქნება პოლიტიკიდან საერთოდ წავალ, ოღონდ დღეს არ გავუშვათ შანსი

კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ ხაზარაძე ოლიგარქია. მეორე დღეს ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ოლიგარქობა მინდოდა. ჯერ ჩამოყალიბდნენ, ვარ ოლიგარქი თუ არა, საერთოდ გაერკვნენ ამ ტერმინოლოგიაში , - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ოლიგარქები არიან კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, დღეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამისთვის აუცილებელია, ყოველგვარი პარტიულობა და დაპირისპირება გვერდზე გადადონ.

„ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, თუ საჭირო იქნება, შეუძლია პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს.

„ქართულ ოცნებას“ როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს, ამიტომ არის ეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მისული. განმარტებითი ლექსიკონი ამოვიღოთ და წავუკითხოთ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს ოლიგარქია. ეს ნიშნავს, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და მართავ ამ ხელისუფლებას, მგონი მე ხელისუფლებაში არ ვარ. ამიტომ, რანაირი კანონიც უნდათ, ის მიიღონ. ასეთი მსჯელობები და ისრების გადატანა არის თავ-გზის აბნევა იმ მაყურებლის, რომელსაც გულწრფელად უნდა ნორმალურ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა, რაც არის ევროკავშირის სტატუსით გარანტირებული. ვიდრე ისინი ღიად არ იტყვიან, რომ ამ ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში მართავს ერთი გამოკვეთილი, რუსი ოლიგარქი და მისი დასმული "ხელის ბიჭები", რომლებმაც ქვეყანა მიიყვანეს უმძიმეს მდგომარეობამდე და თაობების მიერ მოპოვებულ ოცნებას გვაკარგვინებენ.

უცებ გაიხსნა ფანჯარა, დავინახეთ, რომ ჩვენ აღარ ვართ იმ „ტრიოში“, ჩვენ უნდა ვთქვათ, რა გავაკეთოთ, ყოველგვარი პარტიულობის, დაპირისპირების და წარსულის გარეშე, იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს შვილებს არ დაეკარგოთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ. თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ ხაზარაძეა ოლიგარქი, მეორე დღეს ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ოლიგარქობა მინდოდა. ჯერ ჩამოყალიბდნენ, ვარ ოლიგარქი თუ არა, საერთოდ გაერკვნენ ამ ტერმინოლოგიაში.

ბიძინა ივანიშვილის მითითებით ჩვენ ჩამოგვაშორეს ბიზნესს, ჩამოგვაშორეს ანაკლიის პროექტს. აქცენტი გადატანილი იყო, რომ თურმე ფულის გათეთრება იყო იქ მთავარი. რეალურად ქართველმა ხალხმა მიიღო ჩავარდნილი პროექტი და საქართველო უპერსპექტივოდ. სამი წლის მერე აღმოჩნდა, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ არის, რეალურად გვაქვს ის, რომ ანაკლია არ არსებობს. ახლა მიდის საუბარი ოლიგარქიზაციაზე.

ნებისმიერ კანონს დავემორჩილები, ოღონდ ჩვენ მივაღწიოთ იმ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და კანდიდატობის სტატუსი მიიღოს. ამის მერე, რანაირი კანონიც გინდა ის მივიღოთ, თუ საჭირო იქნება პოლიტიკიდან საერთოდ წავალ, ოღონდ დღეს, ყველამ ერთად, არ გავუშვათ ეს შანსი, დავივიწყოთ ეს ყველაფერი. გუშინ რა სამარცხვინო ვნახეთ ტრიბუნიდან, ღარიბაშვილის გამოსვლა, ეს არის პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი?! ესენი არიან დივერსანტები, ტერორისტები, რომლებიც ქართველ ხალხს უწყობენ ტერორს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს