შარლ მიშელი - პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა - თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა

პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა - გვინდა ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას, რომ სწორი მიმართულებით იმოძრაოს ქვეყანამ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ გზაზე, საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ იცის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სწორი მიმართულებით.

შარლ მიშელის შეფასებით, საქართველოს შეუძლია პროგრესის მიღწევა.

„პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა, ეს არის ნათელი გზავნილი. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ფუნდამენტური რეფორმების წარმოება, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ქართულ ინსტიტუტებთან, რათა მათ პროგრესს მიაღწიონ, გამომდინარე კომისიის სამუშაოდან, დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა. მე ვიცი, რომ მათ იციან, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული სწორი მიმართულებით და ძალიან ძლიერი გზავნილი გავაგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე და არა მხოლოდ. ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც საქართველოს ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა. ეს არის თავისუფალი არჩევანი სამყაროს დემოკრატიული პრინციპების. ჩვენ გვინდა ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას, რომ სწორი მიმართულებით იმოძრაოს ქვეყანამ“, - განაცხადა შარლ მიშელმა, რომლის თარგმანსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა