ნინო ლომჯარია - ხვალიდან ყოველი დღე, წლის ბოლომდე, თითოეული ჩვენგანის საბრძოლველია - საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლომდე.

ნინო ლომჯარია ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და აცხადებს, რომ ხვალიდან ყოველი დღე თითოეული ჩვენგანის საბრძოლველია.

„რამდენმა იტირეთ დღეს? არა უშავს, დღეს ემოციები გვეპატიება, ხვალიდან ყოველი დღე წლის ბოლომდე არის თითოეული ჩვენგანის საბრძოლველი, ჩვენი მანდატის და შესაძლებლობების შესაბამისად.

საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს! სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობს!“,- წერს ლომჯარია.

ინფორმაციისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი "დასახული პრიორიტეტები შესრულდება".

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს