თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმღვანელთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა, ევროკავშირის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლსა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა, განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მხარეები სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა აქტუალურ საკითხებზე, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული პერსპექტივის მონიჭების ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესაბამისად, უახლოეს მომავალში, კანდიდატის სტატუსის მიღების რწმენა გამოთქვა.

„ევროკავშირის ელჩთან ჩემი დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესში განახლებული პრიორიტეტებისა და ხედვების გაცნობა, მათზე შემდგომი განხილვებისა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვის მიზნით. მოგეხსენებათ, ევროკავშირს განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, ომით გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობის მჭიდრო კოორდინაციით გაგრძელებას.“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა