საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გაყიდვების მთავარი მენეჯერის, ნუცა ტაბიძის ინფორმაციით, კომპანია 5000 აშშ დოლარის და მეტი ღირებულების ავტომობილზე დამდგარ 1000 ლარამდე ზარალს პატრულის გამოძახების გარეშე ანაზღაურებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზარალი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ შემთხვევაში მესამე პირი არ მონაწილეობს, გარდა დაუდგენელი მიზეზით მომხდარი შემთხვევებისა.
ნუცა ტაბიძის ინფორმაციით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალური ფასად შეძლებთ. ამასთანავე, მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტში უამრავი ბენეფიტია გათვალისწინებული.
წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით ონლაინ შეავსოთ: https://igg.ge/statement