ანა ნაცვლიშვილი - კანდიდატის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი, მის მიერ მართული მთავრობა და მასთან გარიგებაში მყოფი სასამართლო კლანი

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი საქართველომ იმიტომ ვერ მიიღო, რომ „კარში ოლიგარქი გვეღობება“. ამის შესახებ ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მომდევნო 6 თვე არის შანსი, რომ მომავალი გადარჩეს.

„ჩემო თანამოქალაქეებო, პროპაგანდის მანქანა ისევ მოიქოქა, თითქოს საზეიმოდაა საქმე და რომ არ დაგაბნიონ, გავასწოროთ ფოკუსი;

საქმე იმაში კი არაა, რა მივიღეთ დღეს! საქმე იმაშია, რისი მიღების შანსი გვქონდა და რა დავკარგეთ (ამ ეტაპზე)! და ყველაზე მთავარი - რატომ დავკარგეთ! იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი და მის მიერ მართული მთავრობა და მასთან გარიგებაში მყოფი სასამართლო კლანი. ეს გვითხრეს ძალიან მკაფიოდ. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ესენი დარჩნენ, ამ კარში ჩვენ ვერ შევალთ ვერც ახლა, ვერც მომავალში.

კარგი ამბავი ისაა, რომ ეს 6 თვე არის შანსი გადავარჩინოთ მომავალი!“- წერს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი "დასახული პრიორიტეტები შესრულდება".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა