ვანო ჩხიკვაძე - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე არ იყო გათვითცნობიერებული ხელისუფლება, რისთვის შეიძლებოდა მიგვეღწია - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროკავშირის ნდობის ხარისხი ქვემოთ მიდის, რადგან ყველაფერზე „გადავაგდეთ“

ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე არ იყო გათვითცნობიერებული ხელისუფლება, თუ რისთვის შეიძლებოდა რომ მიგვეღწია, - ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიენიჭა.

„ხელისუფლებას აქვს უმრავლესობა, ის აკონტროლებს თითქმის ყველა ინსტიტუციას და ვისაც შეუძლია თითქმის ყველაფერი, 90% შეცვალოს, ეს არის ხელისუფლება. მართლმსაჯულების რეფორმა ვის შეუძლია გააკეთოს? - ხელისუფლებას. კი, პოლარიზაციის ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ სხვა აქტორებიც იყვნენ ჩართული და მათაც გადადგან ამისკენ ნაბიჯი, მაგრამ პირველი ნაბიჯი ვინც უნდა გადადგას და მეტიც, მოეთხოვება, არის ხელისუფლება. ხელისუფლება არის ამაზე პასუხისმგებელი.

ომი არ არის მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი უყენებს რომელიმე ქვეყანას. ევროკავშირის დნმ-ში სიტყვა ომი არ ზის, რადგან თავის დროზე, 50-იან წლებში შეიქმნა ზუსტად იმის გამო, რომ მათ აღარ უნდოდათ ომი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს არის ის, რისთვისაც წერტილი უნდა დაესვათ. შესაბამისად, რისთვისაც არის შექმნილი ევროკავშირი, ეს არის მშვიდობა. ომი არ არის კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ევროკავშირის წევრობა ფასდება. ევროკავშირის კრიტერიუმი და შეფასება არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ა.შ.“, - განაცხადა ჩხიკვაძემ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, ევროკომისიამ საქართველო „ბოლომდე არ გაწირა“.

„ევროკომისიამ ნამდვილად არ გაწირა საქართველო ბოლომდე. მაქსიმუმის მაქსიმუმი გამოადნო ევროკავშირმა იმ მოცემულობაში, რომელიც არის საქართველოში. ჩვენ დაგვიტოვა ევროპული პერსპექტივა, მოგვცა პოტენციური კანდიდატის სტატუსი და გვითხრა: „რაც უფრო მალე შეასრულებთ, მით კარგი, მაგრამ თქვენ თუ შევასრულებთ ამ 12 პირობას, მაქსიმუმ ამ წლის ბოლომდე კიდევ შეგაფასებთ და თუ ყველაფერი გაკეთებული გექნებათ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის მინიჭება“. ევროკავშირმა პირველ რიგში იმით იხელმძღვანელა, რომ საქართველოს ამ წუთას ხელისუფლებაში არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ რეფორმები განახორციელოს - ეს არის ყველაზე დიდი და პრობლემური მიზეზი. მეორე არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობის ხარისხი ევროკავშირის მხრიდან ძალიან ქვემოთ მიდის, რადგან ბოლო პერიოდში თითქმის ყველაფერზე „გადავაგდეთ“ ევროკავშირი. შარლ მიშელის შეთანხმება, სახელმწიფო ინსპექტორის საკითხი, მოსამართლეთა დანიშვნა და ა.შ. ამან იმოქმედა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა