პაატა მანჯგალაძე - კალაძე ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დასჯა, ვიღაც ამ დასჯას ზეიმობს, არ ვიცი რა უხარიათ, დაგვსაჯეს და ამას ზეიმობენ? - ევროპას გვაშორებს ოლიგარქი და გასატარებელი რეფორმები

კალაძე ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დასჯა, ვიღაც ამ დასჯას ზეიმობს, არ ვიცი რა უხარიათ, დაგვსაჯეს და ამას ზეიმობენ? აცდენილები და არეულები არიან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში, ვერ განხორციელდება ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის გაწერილი 12 პუნქტი, მაგრამ თუ იქნება ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის „ქართული ოცნების" მონაწილეობით, ამის შესრულება რეალურია რამდენიმე თვეში.

„ევროპელებმა ნათლად გვითხრეს, ჩამოაშორეთ ოლიგარქი მმართველობას, გაატარეთ რეფორმები და იმ წუთიდან ღიაა ევროპის კარი, როგორც კი თქვენ ამას შეძლებთო. ეს არის ევროპული პერსპექტივა. ცოტა აცდენილები არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. კალაძე ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დასჯა, ვიღაც ამ დასჯას ზეიმობს, არ ვიცი რა უხარიათ, დაგვსაჯეს და ამას ზეიმობენ? აცდენილები და არეულები არიან. სინამდვილეში მათ არ სჭირდებათ ევროინტეგრაცია, მათი მთავარი საზრუნავია ივანიშვილის და მისი მილიარდების გადარჩენა.

ვთქვათ პირდაპირ, „ქართული ოცნების“ პირობებში, არ და ვერ განხორციელდება 12 პუნქტი, მაგრამ თუ იქნება ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის „ქართული ოცნების" მონაწილეობით, ამის შესრულება არის რეალური რამდენიმე თვეში. ევროპას გვაშორებს ოლიგარქი და გასატარებელი რეფორმები.

თუ „ქართული ოცნება" გამოთქვამს მზაობას პირობების შესრულების, ერთი შანსი უნდა მივცეთ მათ, მაგრამ არა იმ პირობით, რომ მომავალში „გადაგვაგდონ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია