გიორგი ვაშაძე - დღეს, როგორც არასდროს, სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია - ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, ან საქართველო, ან ოლიგარქია - ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მოქალაქეებს, 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს და ახლა ჯერი საქართველოს მოქალაქეებზეა, რომ ეროვნული გადარჩენის ამოცანას, რომელიც ევროკომისიამ დაგვისახა, შესაბამისი პასუხი გაეცეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს, როგორც არასდროს, სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია.

„ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, ან საქართველო, ან ოლიგარქია - ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ეროვნული გადარჩენის ამოცანა დაგვისახეს. ახლა ჯერი ჩვენზეა, რომ ეს ეროვნული გადარჩენის ამოცანა სისრულეში მოვიყვანოთ. დღეს, როგორც არასდროს სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია. დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ერთიანობას, იმ საოცარ მუხტს, რომელიც 20 ივნისს იყო, რომელიც უნდა იყოს დღეს და რომელიც უნდა იყოს შემდეგ დღეებში, ამ მშვიდობიან სპეტაკ, ეროვნულ, პატრიოტულ მუხტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის ცივილიზებული ადგილი და ოჯახი არის ევროკავშირი, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ და ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვითხრა, რომ არც ერთი რეფორმის გატარებას არ აპირებენ. მათ ჩვენ გვითხრეს, რომ ყველა რეკომენდაციას თავზე გადაგვახევენ, რომელსაც ევროპა გვაძლევს. შესაბამისად, დადგა დრო რომ ეროვნული ხსნის ამოცანას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა და დასავლელმა პარტნიორებმა დაგვისახეს, პასუხი ჩვენ გავცეთ. ჩვენ ვუპასუხოთ ყველამ ერთად. მეც, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ვაპირებ, რუსთაველზე აუცილებლად მივიდე იმისთვის, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირო.

მეგობრებო, რამდენიმე წელიწადში ჩვენ დავინახავთ, ან აყვავებულ საქართველოს, ევროკავშირის ღირსეულ წევრს, ან საქართველოს, რომელიც უკაცრიელი ტერიტორია იქნება, რომელსაც რუსეთიდან მოვლენილი ოლიგარქიული რეჟიმი მართავს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე