ვეტოდადებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში შევიდა

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარედგინა.

საუბარია ფარულ-მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და საკუთარი ვარიანტით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

სავარაუდოდ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომლითაც პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება, ცნობილი გახდება, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისათვის რიგგარეშე სხდომას მოიწვევენ თუ საკითხს საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში ასახავენ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით არის ჩამოყალიბებული.

პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და ერთი მოსმენით მიიღება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

რაც შეეხება უშუალოდ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაული ემატება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა