ქართველი დიპლომატები მიმართვას ავრცელებენ

ევროკავშირის გუშინდელი გადაწყვეტილება ნამდვილად არის ძალიან ნეგატიური დინამიკა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, - ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩმა, ექსპერტმა, გიგი გიგიაძემ ქართველი კარიერული დიპლომატების შეხვედრაზე განაცხადა.

გიგიაძემ დიპლომატების საერთო მიმართვა გააჟღერა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის გადაწყვეტილებით ე.წ. ასოცირებული ტრიოსგან განცალკევება მოხდა და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის ნაცვლად ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა.

„სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის საბჭომ სრულიად გაიზიარა ევროკომიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაიანასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქევყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია.

უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის ნაცვლად ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა”, - ნათქვამია დიპლომატების განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.

,,სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ყველა დიპლომატს ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი შეუძლია შეუერთდეს ამ განცხადებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო