მიხეილ სარჯველაძე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე - დღეს პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ეს არის უკუსვლა, ისინი მოსახლეობას ატყუებენ

დღეს პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ეს არის უკუსვლა, ისინი მოსახლეობას ატყუებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივის სტატუსი მიღო.

სარჯველაძის თქმით, ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ობიექტურად და რეალისტურად რომ შევაფასოთ, ჩვენ განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, გეოპოლიტიკური, გეოგრაფიული და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, დაუმსახურებლად, რაღაც სტატუსის სახით, ავანსად მოცემა ევროკავშირმა ჩვენს შემთხვევაში თავი შეიკავა. მგონია, რომ ეს ნორმალურია და ამას მოჰყვა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ფონ დერ ლაიენი უზარმაზარ ნაბიჯს ეძახის. დღეს პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ეს არის უკუსვლა, ისინი მოსახლეობას ატყუებენ. ნუ ატყუებენ მოსახლეობას. სამწუხაროდ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ისმოდა, რომ უკუსვლაა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც ტყუილია და ეს უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს.

რაც შეეხება ამ სტატუსის მიღებას, საქართველომ შეძლო მომდევნო ნაბიჯის გადადგმა, რასაც, შეიძლება ვთქვათ, ევროკავშირის პირველი პირებიც აფასებენ, როგორც საქართველოსთვის მართლაც მოსალოც ამბავს. ითქვა ისიც, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი წინსვლა - ეს იყო უზარმაზარი ნაბიჯი წინ, შესაბამისად ამას კარგად დაფასება სჭირდება.

აქვე მინდა ვთქვა, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღებასთან დაკავშირებით არავითარი მიზეზი გაწბილებისთვის ქართველ ხალხს არ გააჩნია”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა