სალომე სამადაშვილი - ქართველ ხალხს ევროკავშირმა უთხრა, რომ მას ექნება მომავალი ევროპაში, ამავე დროს გვითხრეს, რომ ვიდრე ქვეყანას მართავს ოლიგარქიული რეჟიმი, ვერ შევძლებთ გახსნილ კარში შესვლას

რჩება ერთადერთი გზა - აქტიურობა, საზოგადოების მხრიდან ზეწოლის განხორციელება, რომ ჩვენ ავითვისოთ ის შესაძლებლობა, რაც ევროკავშირმა გუშინ დატოვა ღია ჩვენთვის, რათა შევიდეთ ევროკავშირის კარში მაშინ, როცა შევცვლით რეალობას, რაც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით ქვეყანამ უზარმაზარ რესურსებზე წვდომა დაკარგა და „ახლა ამოცანა უნდა იყოს ოლიგარქიული მმართველობის შეცვლა, რათა დაიბრუნოს ის, რაც გუშინ დაკარგა".

„ქართველ ხალხს ევროკავშირმა უთხრა, რომ მას ექნება მომავალი ევროპაში, ამავე დროს გვითხრეს, რომ ვიდრე ქვეყანას მართავს ოლიგარქიული რეჟიმი, ვერ შევძლებთ იმ გახსნილ კარებში შესვლას, რომელიც რჩება პოტენციურად ღია ქართველი ხალხისთვის. ამიტომ უნდა გვესმოდეს, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად გაუკეთდეს დემონტაჟი ოლიგარქიულ მმართველობას ქვეყანაში, რომ დავიბრუნოთ ის, რაც გუშინ დავკარგეთ. ჩვენ დავკარგეთ წვდომა უზარმაზარ რესურსებზე ქვეყნის განვითარებისთვის და ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ნურავინ მოგატყუებთ და იცოდეთ, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა იმ კანდიდატობის სტატუსს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას მიეცა და იმ პერსპექტივას შორის, რადგან უკრაინა და მოლდოვა მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს გაწევრიანების შესახებ, საქართველო დაიწყებს თუ არა ისევ უცნობია,"- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რას ზეიმობს ქართული ოცნება", რადგან ევროკავშირმა პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირში შესვლის გასაღები ოლიგარქიული მმართველობის შეცვლაა.

"მე არ მესმის, მმართველი გუნდი რას აღნიშნავს, რადგან ევროკავშირმა გუშინ გვითხრა, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ამისთვის უნდა მოხდეს ოლიგარქიული სისტემის შეცვლა. "ქართული ოცნება" თუ იმას ზეიმობს, რომ ევროკავშირმა განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური რეჟიმის დემონტაჟი არის გასაღები ევროკავშირში შესვლისთვის, მე ვერ დავუშლი ამის აღნიშვნას, მაგრამ ქართველ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ, გვექნება დღე როცა საზეიმოდ გვექნება მართლაც საქმე, ოღონდ ეს დღე მოვა მაშინ, როცა ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟი მოხდება და ეს მართლა გახსნის ჩვენთვის შესაძლებლობას, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არც ერთი ის პირობა არ შესრულდება, რომელიც მოგვცეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა