პრემიერი - მზაობა გვაქვს, ოპოზიციასთან თამაშის გარკვეულ წესებზე შევთანხმდეთ - მათ შორის, მზად ვართ, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან ოპოზიციასთან თამაშის გარკვეულ წესზე შეთანხმდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ახსენებს, რომ „პირველი პირობა მათი შესასრულებელია“.

„ჩვენ აბსოლუტურად გვინდა განვაცხადოთ საჯაროდ, გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა მზაობა, რომ თამაშის გარკვეულ წესებზე, იმ რაღაც მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. თუ ეს წესები არ შეთანხმდა, თუ მათი ეს პოლიტიკა მხოლოდ მიზანმიმართული იქნება იმაზე, როგორ არიონ ქვეყანა, როგორ დაანგრიონ, როგორ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, მზად ვართ, დიახაც, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს რეალური დებატები, რეალური, საქმიანი, შინაარსიანი და არა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ჩხუბი.

კითხვა იყო, რატომ არის დღეს განსხვავებული ფორმატი და ასე ვთქვათ, სტილი - ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. როცა ადამიანს ცილს გწამებენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ობსტრუქციის მოწყობას და ათას უმსგავსობას, ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება განცდა იმისა, რომ იქ ყოველგვარი კონსტრუქციული ელემენტი გამოცლილია და მათი სურვილი არ არის კონსტრუქციული დიალოგის გამართვა. მე თქვენთან მაქვს დღეს აბსოლუტურად ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგი და ყოველთვის ვიქნებით ამისთვის მზად.

მათი (ოპოზიციის) მხრიდან არ გვინახავს არც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ისინი გამოდიან, საუბრობენ, თან ვინ - ძალა, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია, პირქით, შეგნებულად აფერხებს ამ პროცესს. ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, სად ვიქნებოდით, ძალიან კარგად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. პირველი პირობა, შევახსენებ ჩვენს ოპოზიციას, მათი შესასრულებელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა