შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეპოლარიზაციის მიმართულებით ახლა მთავარი „რადიკალური დღის წესრიგის უარყოფაა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეპოლარიზაციის მიმართულებით ახლა მთავარი „რადიკალური დღის წესრიგის უარყოფაა“.

კითხვაზე, რა არის ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართ დეპოლარიზაციის შესამცირებლად, პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის საკითხზე განხეთქილების ნაცვლად, ოპოზიციამ საერთო ეძებოს.

„მთავარი არის რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ჩვენ, უკრაინას და მოლდოვას განაცხადის შეტანის შესაძლებლობა გაუხსნა, ამ პერიოდის განმავლობაში რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ევროკავშირის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა აქცია განხეთქილების და არა გაერთიანების საკითხად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად იმისა, რომ ამ თემაში განხეთქილება ეძებონ, მოძებნონ საერთო. საერთო ნიშნავს შემდეგს - საქართველომ ახლა მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო ევროკავშირისგან, მას გაეხსნა ევროკავშირის პერსპექტივა. წლების წინ მიდიოდა მუშაობა, მაშინ, სამწუხაროდ, ეს ასოცირების შეთანხმებაში ვერ ჩაიწერა, მაგრამ ახლა ამ გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ და რუსეთის აგრესიამ შესაძლებელი გახადა, რომ სამივე ქვეყნის მიმართ მოხდა ამ პერსპექტივის აღიარება. შემდეგი ნაბიჯები არის ის, რომ იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რაც ევროკომისიის მიერაა განსაზღვრული, იმუშაოს პარლამენტმა. ნაწილზე უკვე მიდის მუშაობა. რადგან საკითხების უმეტესობა, თუ დეპოლარიზაციას არ ჩავთვლით, ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. ამ დღეებში ჩატარდა ბრიუსელში სხდომა, სადაც ჩემი კაბინეტიც იყო წარმოდგენილი, სადაც განისაზღვრა ამ საკითხის განხორციელების გრაფიკი. როდესაც მიდის ხანდახან უსაფუძვლო ისტერია ამ საკითხებზე, ჩვენ ვათანხმებთ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა რეფორმა და სტრუქტურული დაახლოება უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი