შალვა პაპუაშვილი - ჩვენს თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია - ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა

ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება - მართლაც, ჩვენს თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია. ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის ერთხმად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.

„უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ლიდერებს რეგიონისთვის ამ რთულ დროს ერთიანობის ჩვენებისთვის და საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ევროპული პერსპექტივის ერთხმად აღიარებისთვის.

ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აგრესიის ფონზე ევროკავშირმა მათ ასეთი ძლიერი სოლიდარობის ნიშანი გაუგზავნა.

ასევე, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ავტომატური კანდიდატობის საგზაო რუკის განსაზღვრა. ყველამ, ვინც წლების განმავლობაში ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითზე მუშაობს, კარგად იცის, პოლიტიკურად, ისტორიულად და პრაქტიკულად რამდენს ნიშნავს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში მომავალი გაწევრიანებისთვის.

„ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - ასე შეაფასა ევროპულმა კომისიამ გუშინდელი მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ. მართლაც, ჩვენს თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია. ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა