კახა კალაძე - მინდა ჩვენს ქვეყანას ის გადაწყვეტილება მივულოცო, რომელიც ევროპული პერსპექტივის სახით გაჟღერდა - კარგი იქნებოდა, კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს, არის კონკრეტული მიმართულებები, რომელსაც განხორციელება სჭირდება

მინდა ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს ის გადაწყვეტილება მივულოცო, რომელიც გუშინ ევროპული პერსპექტივის სახით იქნა გაჟღერებული. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არა უშავს, არის კონკრეტული მიმართულებები, რომელსაც განხორციელება სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს და ევროკომისიის რეკომენდაციებს რაც შეიძლება მალე შეასრულებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას და ის ყველაფერი, რაც არის გასაკეთებელი, შესრულებული იქნება, იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ძალიან მალე მიიღოს.

პასუხისმგებლობის აღება გამოიხატება იმაში, რაც აქამდე ხელისუფლებამ გააკეთა. ის, რომ ჩვენ ასოცირებული წევრი ქვეყანა ვართ, ის, რომ დღეს უვიზოდ ქართული პასპორტებით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება შესაძლებელია, ის, რომ ჩვენ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებასთან ერთად გააკეთა და ასევე გავაკეთებთ ყველა იმ მოთხოვნას, რაც არის წარმოდგენილი," - განაცხადა კახა კალაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს