შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოს არანაირი კავშირი ევროკომისიის რეკომენდაციებთან და გუშინდელ გადაწყვეტილებასთან არ აქვს

პრეზიდენტის ვეტოს არანაირი კავშირი ევროკომისიის რეკომენდაციებთან და გუშინდელ გადაწყვეტილებასთან არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ამ სიტყვებით პაპუაშვილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს გამოეხმაურა.

„ეს არის ჩვეულებრივი კანონშემოქმედებითი პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა პარლამენტში. ჩვენივე გადაწყვეტილებით, ეს გავახანგრძლივეთ, ვიდრე ჩვეულებრივი განხილვის პროცესი იქნებოდა, რათა მეტი დრო მიეცა კომიტეტს და ყველა დაინტერესებულ მხარეს იმისათვის, რომ წარმოედგინათ არგუმენტები. ასევე გავეცანი იმ დისკუსიას, რომელიც ამ პროექტის გარშემო იყო, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას ამ საკითხის გარშემო. პარლამენტმა სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულიად იყო შესაბამისობაში საერთაშორისო კანონმდებლობასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და ერთი მოსმენით მიიღება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

რაც შეეხება უშუალოდ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაული ემატება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს