გიორგი ვაშაძე - პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს

დღეს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას უნდა ეთქვა ხალხისთვის, რომ იღებდნენ სრულად პასუხისმგებლობას ამ კატასტროფაზე და უნდა ეთქვათ, რომ გადადგებოდნენ - პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათ ქვეყანას დააკარგვინეს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, ასევე 14 მილიარდი ევრო, რომელსაც ქვეყანა მიიღებდა სტატუსთან ერთად და სხვა უამრავი სიკეთე.

„სამწუხაროდ, რეალობას აცდენილი კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან. პრემიერ- მინისტრი და მთავრობა, რომელმაც დააკარგვინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ქვეყანას, რომელმაც 14 მილიარდი ევრო, რაც საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსთან ერთად, დააკარგვინა საქართველოს, რომელმაც საქართველოს დააკარგვინა ჯანმრთელობის ევროპული სისტემა, სოფლის განვითარების ევროპული სტანდარტი, მილიარდობით ინვესტიცია კანდიდატის სტატუსთან ერთად, პრემიერ- მინისტრს და მთავრობას, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ირჩევს ოლიგარქიას ევროპული კურსის ნაცვლად, დღევანდელ დღეს მათ უნდა ეთქვათ ხალხისთვის, რომ იღებდნენ სრულად პასუხისმგებლობას ამ კატასტროფაზე და როგორც ყველა ველოდით, უნდა ეთქვათ, რომ გადადგებოდნენ. პრემიერ - მინისტრი და მთავრობა, რომელმაც დააკარგვინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, უნდა გადადგეს. თუ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან კვლავ ჯიუტად ხდება ერთი და იგივეს მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ, რომ ოლიგარქი არის მთელი ამერიკა და ევროპა, მაგრამ არა ივანიშვილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, არანაირი გეგმა არ შემოუთავაზებიათ ქართველი ხალხისთვის. პრემიერ- მინისტრი და მთავრობა, რომელიც დგას პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნამდვილად გადადგებოდა დღეს, როცა ჩააფლავა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს. ამიტომ, დღეს 20:00 საათზე უნდა შევიკრიბოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს