ირაკლი ჩიქოვანი - საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ჩვენ საუკუნეებია ვაკაკუნებთ ევროპის კარზე და არ ვაპირებთ გაჩერებას, ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს, და მე ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც ჩვენი ევროპული სწრაფვა კონსტიტუციაში ჩაწერა და განამტკიცა“.

„მე ამაყი ვარ ქართველი ხალხით, რომლის 85% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, თუმცა ვგმობ ყველა იმ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, იქნებიან ეს პოლიტიკოსები თუ სხვა, რომლებიც ცდილობენ მანიპულირება და ეს გადაიყვანონ დაუმორჩილებლობისა და ქაოსის რეჟიმში. ეს სრულიად მიუღებელია, და სამწუხაროდ ზუსტად ეს ხდება ამჟამად საქართველოში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ და მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მისი თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვისაც ახალი, მნიშვნელოვანი თავი გადაიშალა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში ყველა სფეროში, საქართველო წარმატებულია კორუფციის აღმოფხვრაში და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის ინდექსებში წამყვან ადგილზეა, ასევე წარმატებულია უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროში, და მე ამაყი ვარ, რომ ამ დარბაზში წინა სესიაზე საქართველოს წარმატება აღიარებული იქნა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებების მონიტორინგის თაობაზე მიღებული რეზოლუციით. აღნიშნულ რეზოლუციაში ნათლად არის ხაზგასმული ის უდიდესი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო 8-9 წლის განმავლობაში“

ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს იმ მნიშვნელოვან და ხელშესახებ პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო 9 წლის განმავლობაში მიაღწია და რაც აღიარებული იქნა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებების მონიტორინგის თაობაზე რეზოლუციის მიღებით. საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ მძიმე ფონზე და საფრთხეებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს უკავშირდება და რომლის ფონზეც ქვეყანაში რეფორმები განხორციელდა.

„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველა რეფორმა საქართველოში განხორციელდა იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რომ ჩვენ მუდმივად ვართ რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, და როდესაც რუსეთი განუწყვეტლივ ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს