ხატია დეკანოიძე - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ირაკლი ღარიბაშვილმა განგებ ჩააგდო

ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ უმძიმეს დღეზე, რომელიც საქართველოს გუშინ ჰქონდა, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო, ხოლო საქართველომ - ვერა - ღარიბაშვილმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება განგებ ჩააგდო, - ეს განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ჟურნისტებთან გააკეთა.

დეკანოიძის შეფასებით, არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და შესაბამისი რეფორმების განხორციელება შეუძლებელია.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, რეფორმებისთვის ხელისუფლებას დრო ჰქონდა, მაგრამ "განგებ ჩააგდეს". მისივე თქმით, "ახლა მთავარია თავად საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველომ საშინაო დავალება შეასრულოს და 6 თვის შემდეგ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს".

"ის, რაც გუშინ მოხდა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ემოციურად ძალიან მძიმე იყო, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელსაც პროტესტის შიშის გამო ტონი აშკარად შეცვლილი ჰქონდა, მაგრამ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით. ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების განხორციელებას პოლიტიკური ნება სჭირდება. დეოლიგარქიზაციას სჭირდება პოლიტიკირი ნება, რაც ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია.

ხელისუფლებამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების გეგმა ჩააგდო, რაც არის უდიდესი ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება, რომელიც უკრაინელების თავგანწირვისა და სისხლის ხარჯზე მოვიდა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა