სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს

„ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

„ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.

მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.

არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „სალომე სამადაშვილი ძალიან ნერვიულობს, რადგან იცის მასზე უნდა გადავიდე, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი დღეს აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და სხვები აწარმოებდნენ აგიტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „მე ვსაუბრობ მოღალატეობაზე, მე ვსაუბრობ ღალატზე, როცა საქართველოს მოქალაქე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ საქართველოს არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს