„ღია საზოგადოების ფონდი“ ირაკლი  კობახიძის ბრალდებებს ეხმაურება

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აგრძელებს ცილისმწამებლურ კამპანიას „ღია საზოგადოების ფონდისა“ და მისი თანამშრომლის ვანო ჩხიკვაძის წინააღმდეგ, - ამის შესახებ განცხადებას „ღია საზოგადოების ფონდი“ ავრცელებს.

როგორც ფონდში აღნიშნავენ, „ქართული ოცნება" ასე ცდილობს შექმნას „მტრის ხატი" და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი კრახი „ღია საზოგადოების ფონდს“, მისი თქმით, „სოროსის ფონდს" გადააბრალოს.

„გაუგებარია, რაში ხედავს ხელისუფლება „ღია საზოგადოების ფონდის“ და კერძოდ, ვანო ჩხიკვაძის უარყოფით როლს ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაში, მაშინ, როცა უკვე მეორე დღეა ზეიმობს და დიდ გამარჯვებად წარმოაჩენს იმას, რაც საზოგადოებისთვის დიდი გულისტკივილის საგანია.

ჩვენთვის პატივია, რომ გვყავს კოლეგა, რომლის წვლილი ევროინტეგრაციის გზაზე საყოველთაოდ აღიარებულია. კობახიძის პროპაგანდა კი ადასტურებს, რომ ხელისუფლებას დღეს ყველაზე მეტად აშინებს ის ნდობა, რაც სამოქალაქო საზოგადოებამ ბოლო პერიოდში მოიპოვა.

ჩვენი ფონდისთვის უცხო არ არის თავდასხმები ულტრამემარჯვენე, რუსეთიდან მართული ჯგუფების მხრიდან, ისიც კარგად ცნობილია, რომ დემოკრატიაზე შეტევა ბევრ ქვეყანაში სწორედ "ღია საზოგადოების ფონდებზე" თავდასხმით იწყებოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა