აკაკი მინაშვილი - ეროვნული თანხმობის მთავრობაში უნდა იყვნენ ადამიანები, ვისაც პარტიული ინტერესი არ აქვთ, ვინც ყველასთვის იქნება მისაღები

ევროკომისიის ერთ - ერთი მოთხოვნა არის დეოლიგარქიზაცია, ანუ მმართველობა, რომელიც არ არის კონტროლირებული ოლიგარქის მიერ, შესაბამისად, ეს მოთხოვნა არის ზუსტი და ადეკვატური - ეროვნული თანხმობის მთავრობაში უნდა იყვნენ ადამიანები, ვისაც პარტიული ინტერესი არ აქვთ, ვინც ყველასთვის იქნება მისაღები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ გადადგეს მთავრობა და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

მისი თქმით, დღეს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩატარებულმა ბრიფინგებმა კიდევ ერთხელ ცხადი გახადა, რომ ეს ხელისუფლება არ ასრულებს იმ მოთხოვნებს, რაც ჩამოყალიბებულია ევროკომისიის დასკვნაში.

„აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას, კიდევ ერთხელ გვითხრეს: ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, სასამართლოს პრობლემები არ აქვს, პოლიტპატიმრები არ გვყავს. ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა არის დეოლიგარქიზაცია, ანუ მმართველობა, რომელიც არ არის კონტროლირებული ოლიგარქის მიერ, შესაბამისად, ეს მოთხოვნა არის ზუსტი და ადეკვატური.

ეს უნდა იყოს მთავრობა, სადაც არ არის ბიძინა ივანიშვილის გავლენა, ეს უნდა იყოს ადამიანების ჯგუფი, რომელიც შეასრულებს ვალდებულებებს, რაც განსაზღვრულია. ეს არის საერთო სახალხო ინიციატივა, ეს არ არის პარტიული ინიციატივა“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე