რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, „უარყოფითი შედეგები" ექნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, „უარყოფითი შედეგები" ექნება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

„უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ იგი აგრძელებს დსთ-ს აქტიურ ექსპლუატაციას გეოპოლიტიკურ დონეზე, რათა იგი რუსეთის „შეკავებისთვის" გამოიყენოს. არ ფიქრობენ ასეთი ნაბიჯის უარყოფით შედეგებზე", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, 23 ივნისს, ევროპის საბჭოს მიერ გამართულ სამიტზე საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია