ზვიად ძიძიგური - როდესაც ეროვნული თანხმობის მთავრობაზე ვლაპარაკობთ, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ პროექტს

როდესაც ეროვნული თანხმობის მთავრობაზე ვლაპარაკობთ, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ პროექტს. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი არის განუხორციელებელი, - ასე შეაფასა „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დღეს გაჟღერებული სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები.

ამასთან, როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს.

მისი თქმით, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობა იღებს თავის თავზე კონკრეტულ ინიციატივას, ეს ცუდი არ არის იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველოა.

„იმ რეკომენდაციების შემსრულებელი დღევანდელი ხელისუფლება არ არის, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნა შემოთავაზებული. „დეპოლარიზაცია“ ვნახე მე გუშინწინ პარლამენტის სხდომაზე და შემრცხვა, რომ ასეთი სხდომა ვნახე საერთოდ, ვინანე, ნეტავი, არ მენახა საერთოდ. ეს თუ დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაშინ პოლარიზაცია რაღაა?! ეს რა იყო, ხალხო, რა ნახა ჩემმა თვალებმა, რა მოვისმინე?!“ - განაცხადა ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა