ელენე ხოშტარია - არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული - მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება

პარტია "დროა" მხარდაჭერას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას, რომელიც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითვალისწინებს. როგორც პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. მისი თქმით, მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობით დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება.

"დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც გუშინ სახალხო მოძრაობისგან მოვისმინეთ და სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ. ეს არის პირველი ნიბიჯი - ხელისუფლების, მთლიანად მთავრობის გადაგდომის მოთხოვნა! ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყავანა ჩვენი მთავრობა და ქვეყანა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმ ვალდებულებების შესრულების, რომელიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა. ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, რათა ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები. გარედან ზეწოლა დემოკრატიისთვის, გარედან ზეწოლა ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირება, შიგნიდან კი ასეთი მწყობრი ერთიანი მოძრობა აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ",- აღნიშნავს ხოშტარია.

ცნობისთვის,სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი