პაატა მანჯგალაძე - პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს

ჩვენთვის მეორეხარისხოვანია თანამდებობები, ეს არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და რუსთაველზე ხალხი იმისთვის არ არის შეკრებილი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ან ვიწროპარტიულ ჯგუფს მიანიჭოს ძალაუფლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მანჯგალაძე ამბობს, პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს.

„გადადგეს ღარიბაშვილი, შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ეს არის ქართველი ერის დაკვეთა და, რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ მოთხოვნას მხარს უჭერს. ჩვენთვის მეორეხარისხოვანია თანამდებობები, ეს არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და რუსთაველზე ხალხი იმისთვის არ არის შეკრებილი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ან ვიწროპარტიულ ჯგუფს მიანიჭოს ძალაუფლება. მეორეხარისხოვანია, ვინ იქნებიან თანამდებობებზე, მთავარია, შეთანხმება მოხდეს ძირითად პრინციპებზე ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე. საქართველოსთვის ეპოქალური მნიშვნელობისაა ის, რომ ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგას.

„სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენთვის პრიორიტეტია შესრულდეს ის 12 მუხლი, რომელიც ევროპამ საქართველოს მისცა. პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს. ღარიბაშვილიც გადადგებოდა ის რომ საკუთარ თავს ეკუთვნოდეს. მთავრობა არ გადადგება, ამიტომ ჩვენ 3 ივლისს ვიქნებით ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გუშინ ვიყავით“, - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა: “გადადგომა არ არის ანტიკონსტიტუციური, გადადგომა არის კონსტიტუციური და ჩვენ გვინდა, ღარიბაშვილს შევასმენინოთ, რომ უნდა გადადგეს“.

ამასთან, მანჯგალაძე გამოეხმაურა გუშინდელ აქციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დავით არახამიას ჩართვას. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, უკრაინა აკეთებს საქართველოს საქმეს.

„პრეზიდენტი ზელენსკი არის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მე მომხრე ვარ მეტი კონტაქტი გვქონდეს უკრაინასთან, რადგან უკრაინა აკეთებს საქართველოს საქმეს და იმ კბილებს უმსხვრევს რუსეთის იმპერიას, რომელი კბილებითაც ჩვენ დაგლეჯას აპირებს მომავალში. ამიტომ ვგულშემატკივრობ უკრაინას პირველ რიგში, საქართველოსთვის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო