ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, აქციაზე გაჟღერებული   მოთხოვნა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ,  არაკონსტიტუციურია

„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 24 ივნისის აქციაზე გაცხადებული მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ არაკონსტიტუციურია და არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოსთან მიმართებაში არსებობს.

მისვე განმარტებით, აქედან გამომდინარე, აბსურდული გადაწყვეტილებები არანაირად იქნება მიღებული და პირიქით, ახლა უფრო მეტი კონსოლიდაციის დროა.

„ამიტომ, მათი მოთხოვნები არათუ კონსტიტუციასთან, პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებთან არის შეუსაბამო, არამედ დღეს კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში შეუსაბამოა იმ გზავნილთან, პერსპექტივასა და სამუშაოსთან, რაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ უნდა შეასრულოს.

იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულდეს საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რომლის ინიციატორი იქნება, როგორც მთავრობა ისე პარლამენტი. აქედან გამომდინარე, ყველა ეს ნაბიჯი, ბუნებრივია, გავლილი იქნება ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოსთან ერთად. ეს არის ის სამუშაო, რაც ამ პერიოდში იქნება შესასრულებელი.

დეპოლარიზაციის მხრივ ყველაზე მთავარი არის ის,რომ ასეთი ტიპის განცხადებებს დიდი დრო აღარ უნდა დავუთმოთ და ვიმუშაოთ, ხოლო თუ რატომ უნდა გვენდოს საქართველოს მოსახლეობა, ამას მიტინგი არ წყვეტს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერეს. სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო