უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის იგორ ჟოვკვას განცხადებით, უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ამის შესახებ მან Financial Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჯოვკვას განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ნატოში წევრობა შეუძლებელია.

„ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. არაფერ სხვას ამ მიმართულებით აღარ გავაკეთებთ“,- განაცხადა ჟოვკვამ.

მისივე განმარტებით, უკრაინა ელის, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე მისაღებ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთის, როგორც პარტნიორის ნებისმიერი ხსენება წაიშლება.

„საკმარისი არ არის მხოლოდ სიტყვა „პარტნიორის“ წაშლა... ჩვენ ველით, რომ ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში, იქნება ბევრად მკაცრი გაფრთხილება რუსი აგრესორის მისამართით. ნუ მოგერიდებათ რუსეთთან მიმართებით მდგომარეობის ფორმულირებისას“,- განაცხადა ჟოვკვამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომი აღწერილ იქნას დოკუმენტში.

„თუ ნატოელები არ გაასაჯაროვებენ რეალურ ვითარებას იმის შესახებ, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მაშინ ეს დოკუმენტი იქნება სხვა დოკუმენტი, აბსოლუტურად არააქტუალური“,- განაცხადა ჟოვკვამ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია