მარნეულში კორპუსში აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა - დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

მარნეულში ნარმან ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

მომხდარის დროს დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით მკურნალობას მარნეულის ,,იმედის” კლინიკაში განაგრძობენ.

მანამდე, მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: "რადიო მარნეული".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია