ირაკლი ღარიბაშვილი - გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას - არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს

მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას - 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა... არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას - გამოდის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტოა ევროპაში იმ ფონზე, როდესაც რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე პრობლემა არის ყველგან.

ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი. იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა. ამას შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო მაღალი ტემპით გავაგრძელებთ მუშაობას.

არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, პირიქით, გავაგრძელებთ წინსვლას და ქვეყნის განვითარებას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების - ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა, რომელსაც ყველა ერთად შევასრულებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე