ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენმა ხელისუფლებამ ყოველ ეტაპზე გადადგა სათანადო ნაბიჯი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე, ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს. ახლა "სირცხვილიას" აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვამ. იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც სკეპტიკურად უყურებენ.
ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენმა ხელისუფლებამ, ყოველ ეტაპზე გადადგა ყველა სათანადო ნაბიჯი, ასევე გადადგამს წლის ბოლომდე იმიტომ, რომ საბოლოდ მივიყვანოთ შედეგამდე“, - განაცხადა წილოსანმა.