გია ვოლსკი - მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება და პათოსიც იგივე იქნება - ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის, ეს ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის

მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება და პათოსიც იგივე იქნება - საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხმას იმისთვის გვაძლევს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, ყველა ევროპელი ლიდერი მიუთითებს, რომ მთავარია დეპოლარიზაცია, რათა შესრულდეს ის, რაც ევროკავშირს აინტერესებს.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ტექნიკური მთავრობის შექმნა გამოსავალი არ არის.

„ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი მექანიზმი აქვს, ნებისმიერი ფორმატის კონსულტაციაში მიიღოს მონაწილეობა. ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, რამაც მთლიანობაში არეულობა, ქაოსი, რევოლუციური პროცესების განვითარება უნდა მოიტანოს. წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება - რა საკვირველია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ! არსებობს არჩევნების დადგენილი ვადა და არა ქაოსი, რისი ამოცანაც ჩვენს წინაშე დგას.

არანაირი პოზიტიური განწყობა იმისა, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციას მიაღწიოს, არ არსებობს. ყველანაირი ფორმატი არსებობს იმისთვის, რომ საკითხებზე ვიმსჯელოთ და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის - ეს ჩვენი ქვეყნისთვის ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის“, - განაცხადა გია ვოლსკი.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო