„ლელო“ - თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება

პარტია „ლელო საქართველოსთვის" მიმართავს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრაში.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ თუ ,,ქართული ოცნება“ 3 ივლისამდე უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე, „ლელოს“ საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

„23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა შანსი, მიეღო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, ევროკავშირმა ქართველ ხალხს უთხრა, რომ ხელისუფლების მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპის კარი ღია რჩება. დღეს ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ 6 თვეში, როდესაც ევროპული საბჭო დაუბრუნდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და დაადგეს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად გზას.

თუ დღეს ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, ვერ იპოვნის გამოსავალს შექმნილი კრიზისიდან, საფრთხე, რომ დეპოლარიზაციის ნაცვლად, ქვეყანაში გაღრმავდეს განხეთქილება და საქართველომ კიდევ ერთხელ და შესაძლოა, სამუდამოდ, დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი, რეალურია.

შესაბამისად, ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს: ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების პრინციპების დაუყონებლივ განსაზღვრა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ამის შემდეგ კი, სამოქმედო გეგმის დასახვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად და საგზაო რუკის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

შესაბამისად, მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად.

აქვე ვაცხადებთ, რომ თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, „ლელო“ მიიჩნევს, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფა სცდება ვიწრო პარტიულ ინტერესებს, წარმოადგენს ეროვნულ ამოცანას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან საკუთარ დღის წესრიგზე მაღლა დგომას. თუ პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნება“ ამ ხედვას არ გაიზიარებს, იგნორირებას გაუკეთებს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური პასუხისგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება მმართველ გუნდს“,- აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის